ანგლიკანური ეკლესია აღსარების საიდუმლოს აღარ დაიცავს

Картинки по запросу Англиканская церковь тайну исповедиგაერთიანებული საფემოს ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირები  ამიერიადნ  აღსარების საიდუმლოს აღარ შეინახავენ.

კენტერბერის ეპარქიის ბრძანებით  სექსუალური და სხვა დანაშაულის შემთხვევაში სამღვდელო პირები ვალდებულები არიან აღსარებაში აღიარებული საქციელის  შესახებ პოლიციას შეატყობინონ.

ბრძანებაში განმარტებულია, რომ მითითების შესრულება იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ მოძღვარი ჩათვლის, რომ დაზარალებულ მხარეს საფრთხე ემუქრება. ასევე, აღასარების წინ სასულიერო პირი ვალდებულია ამცნოს აღსარებაზე მოსულ პიროვნებას, რომ საჭირო შემთხვევაში მისი საიდუმლო პოლიციისთვის გახდება ცნობილი.

კენტერბერის ეპარქიის მდივანმა ჯულიან ჰილზმა  The Telegraph– თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანგლიკანურ ეკლესიაში  რიგი უსიამოვნო შემთხვევა გახმაურდა.

“მოძღვარი, რომელიც დანაშაულის საიდუმლოს ინახავს,  ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება და ამგვარად თავის თავს  და ეპარქიასაც იურიდიული და ზნეობრივი დილემის წინაშე აყენებს.  ჩვენი მიზანია, გავაფრთხილოდ აღსარებაზე მოსული მორწმუნე, რომ მისმა აღიარებამ შესაძლოა მოძრვარი დანაშაულის თანამონაწილედ აქციოს”– განმარტა ეპარქიის მდივანმა.

 christianpost

image_pdfimage_print

Comments

comments