“სამ სიტყვაში სამი დანაშაული ჩაიდინა”– შალელიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის შეფასებას ანტისემიტურს უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ანტისემიტურ, რასისტულ განცხადებად აფასებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს.

შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციებს გადის და სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად სამართლებრივ ფორმატს უახლოეს დღეებში აირჩევს.

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა ნანახი არ მქონდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილს მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ, რასისტულ განცხადებად, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანებიც აღარ საუბრობენ. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. როცა აფერისტი თქვა, ეს არის ღირსების შემლახველი. ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დონეზე პოლიტიკურ კამპანიასა და შესაბამის პროცედურებს ვიწყებ. ჩემი რეაქცია მაქსიმალურად მკაცრი იქნება”, – აღნიშნა შალელაშვილმა.

დეპუტატის ცნობით, მისმა იურისტებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

99d9424145e061a884c478536fa128b5__520x310“ბუნებრივია, ეს განცხადება გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. ყველაზე ნაკლები სურვილი მაქვს ნაციონალურ წარმომავლობაზე ვისაუბრო, მაგრამ სააკაშვილი შეეხო. ამას რომ არ გამოვხმაურებოდი, არ შეიძლებოდა. კონსულტაციებს გავდივარ, სამართლებრივ ფორმატს უახლოეს დღეებში ავირჩევთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments