ზაზა ფანასკერტელი – მეცნიერი და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი

ფანასკერტი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხე–სიმაგრე იყო სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ იმერ ტაოში ( ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). სამეფო სიმაგრის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. ამ შესანიშნავი და დიდი ისტორიის მქონე კუთხის შვილი იყო ზაზა ციციშვილი– ფანასკერტელი.

XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური  მოღვაწე და მეცნიერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის მებრძოლი, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ  ქართლის მეფის კონსტანტინე II-ს სამსახურში ჩადგა.  XV საუკუნის 60-იან წლებში ციციშვილთა სათავადო უკვე ჩამოყალიბებული იყო. მათ ეკუთვნოდათ მამულები მძოვრეთისა და ნიჩბისის ხეობებში, ხვედურეთში. კონსტანტინემ ზაზას დამატებით უწყალობა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი. ზაზას შვილს, ციცის კი – თავადობა. ზაზას აღუდგენია ყინწვისის მონასტერი და მიუშენებია ეგვდერი.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი – მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე მიუძღვის დიდი ღვაწლი, როგორც იმ დროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის.

ზაზა ციციშვილი –ფანასკერტელი

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ შედგენილია ვრცელი სამედიცინო ნაშრომი “სამკურნალო წიგნი – კარაბადინი”, რომელშიც განხილულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მედიცინის საკითხები. ვტორი ძირითადად ემყარება ძველი ქართული სამედიცინო გამოცდილებას, ასევე ნაწილობრივ იყენებს  უცხოენოვან ნაშრომებს.

ქართულ სამედიცინო აზროვნებას საკმაოდ მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ეფუძნება ეროვნულ-ხალხურ ტრადიციებს, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მონაცემები, აგრეთვე ძველი მსოფლიოს ისტორიკოსთა შრომებში (მაგ. სტრაბონი), ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლებში დადასტურებული ცნობები.

“კარაბადინი”

ფანასკერტელის “სამკურნალო წიგნი”  პრაქტიკოს– ექიმთათვისაა გამიზნული. მასში მოკლედაა განხილული ზოგადი მედიცინის საკითხები, ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცნობები, დიაგნოსტიკური და კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდები.  ძეგლი გარკვეულწარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ქირურგიისა და ფარმაციის დონეზე საქართველოში. მასში განიხილება სამკურნალო საშუალებათა 14 ძირითადი ფორმა და მათი 405 სახეობა.

“სამკურნალო წიგნი კარაბადინი” თავის დროზე საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ხალხის საყვარელ წიგნად იყო მიჩნეული.  იგი რამოდენჯერმე გამოიცა ჩვენ დროსაც.

1960 წელს გამოიცა “საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული”,  სადაც განხილულია ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორია. კრებულში საკმაო ადგილი ეთმობა ზაზა ფანასკერტელის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აგრეთვე მის ცნობილ ნაშრომს “კარაბადინს”.

image_pdfimage_print

Comments

comments