აჭარაში ჯომარდობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

Картинки по запросу байдаркаაჭარაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილებიდან სამი უკრაინელი ტურისტი იყო. შემთხვევა ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნავი ამოყირავდა, რა დროსაც სამი ტურისტი მდინარეში გადავარდა და დაიღუპა.

მეოთხე გარდაცვლილი, რომელიც მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად რამდენიმე წუთის წინ იპოვეს, ადგილობრივია. დაღუპული ტურისტები ერთი ოჯახის წევრები არიან.  ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჯომარდობა, ანუ “რაფტინგი” სპორტის პოპულარული სახეობაა, ჯომარდობისმოყვარულებს მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას სხვადახვა სახის წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments