საქართველოს პრეზიდენტს ვატიკანის დესპანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

Фото Giorgi Margvelashvili.საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში წმინდა საყდრის ახლადდანიშნულმა დესპანმა ხოსე აველინო ბატენკურმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ხოსე აველინო ბატენკურთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში წმინდა საყდრის ახალ დესპანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

image_pdfimage_print

Comments

comments