„ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებისთვის გამოყოფილი თანხებით დაინტერესდა

karasini abasidzeფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ნეგატიურად შეაფასა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარმოადგინა. მომხსენებელმა ფრაქციის წევრებს და სხდომაზე მოწვეულ პარტიის წარმომადგენლებს, გასული წლის ფინანსური დოკუმენტის შესრულების მაჩვენებლები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო.

სხდომაზე ფრაქციის და პარტიის წევრები სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ „ონლაინ“ სესხების გაცემის თაობაზე, ბიუჯეტის დაგეგმვის და თანხების ათვისების მიმართულებებზე და სამინისტროებს შორის, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, თანხების გადანაწილების საკითხებით დაინტერესდნენ.

ფრაქციის წევრების ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობა.

გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments