ალბანეთში უძველესი ქალაქი ბასანია აღმოაჩინეს

Картинки по запросу В Албании нашли древний городალბანეთში, თანამედროვე ქ. შკოდერის მახლობლად  პლონელმა არქეოლოგებმა უძველესი ქალაქი ბასანია აღმოაჩინეს. ისტორიკოსების ვარაუდით, ქალაქი რომაელებმა დაარბიეს.

ბასანია ნახსენებია  რომის ისტორიკოსის  ლიბიუსის ნაშრომში, სადაც აღწერილია  ილირიების უკანასკნელი მეფის გენტიოსის და  რომაელთა ჯარის შერკინება.  ილირიელები  ანტიკურ ხანაში დღევანდელი ალბანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ალბანელები მათ თავის წინაპრებად მიიჩნევენ.

არქეოლოგებმა კედლის ფრაგმენტი და მთავარი ჭიშკარიც  იპოვეს.

„თავდაცვითი კონსტრუქციები კარგად დამუშავებული, უზარმაზარი ქვის ბლოკებით არის  აგებული. ჭიშკარი ორ ბასტიონს შორის იდგა. ქალაქი   3 მ მეტი სიგანის კედლებით იყო გარშემორტყმული, ხოლო მათ შორის არსებული სივრცე წვრილი ქვით და მიწითა ამოვსებული“, – აღნიშნა სამუშაოების ხელმძღვანელმა პროფესორმა პეტრე დიჩეკმა.

image_pdfimage_print

Comments

comments