გიორგი გახარიამ გომბორის ავარიაში დაშავებულები მოინახულა

Похожее изображениеშსს მინისტრმა გომბორის უღელტეილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. გიორგი გახარიამ დაშავებულების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ავარია დღეს, გომბორის უღელტეხილზე მოხდა.  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი, რომელსაც იგი მართავდა ხრამში გადავარდა. შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის  ერთი ბავშვი. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

 

image_pdfimage_print

Comments

comments