დოდო გუგეშაშვილი: “ჯერჯერობით მოტივი არ ვიცით”

Похожее изображениеდოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია – მასზე და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის საქმეს მოკლე დროში  გამოიძიებენ.  შსს-ში დღეს ის  საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იმყოფებოდა.

“ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან დაფიქსირებული იყო, რომ თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება. რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით რომ რაიმე გამოკვეთილია განსაკუთრებული. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია, გამორიცხვის მეთოდით იხილება. ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივი არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ  დოდო გუგეშაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments