ეკა ბესელია:”კანონზე მაღლა არავინ დადგება”

beselia ეკა ბესელიას განცხადებით, შესაძლოა, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია გადაიხედოს – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მტკიცებულებები შეიკრიბება.

„გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით არის ამ მუხლით კვალიფიცირებული – დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მომავალში არ გამოირიცხება, თუკი ამის მტკიცებულებები შეიქმნება, სხვა პირები გამოიკვეთოს, ან შესაძლებელია კვალიფიკაციის გადახედვაც.

ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სწორედ კანონის თანახმად და ამ სივრციდან გასვლა არ შეიძლება არანაირი პოლიტიკური კონიუნქტურით თუ მოცემულობით. მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ისმევა კითხვები, რატომ მოხდა ეს ახლა. როგორც კი შეიქმნა საფუძველი დანაშაულებრივი შეუტყობინებლობის მუხლით მისი დაკავების შესახებ, მყისიერად იყო გადაწყვეტილება მიღებული.

შესაბამისად, სუბელიანის დაკავების წინაპირობა გახლდათ კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“, – განცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრიმა ეკა ბესელიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments