სარალიძე:”მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას”

Картинки по запросу ზაზა სარალიძე აქციაზაზა სარალიძე ზვიად კუპრავს დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ს  შსს-ს მეირ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა.

„ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას, რაც არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული. პარლამენტთან ზვიად კუპრავას, ლაშა ცუცქირიძისა და კიდევ 2 პირის დაკავებასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრიომ განცხადება უწყების ვებგვერდზე გამაქვეყნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს,”- წერია განცხადებაში.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, კარვების საავტომობილო გზიდან აღებას არ აპირებს და  დღეს 14:00 საათზე მთელ საქართველოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

image_pdfimage_print

Comments

comments