სოფიო კილაძე:”მელია დაკავებული არაა, სიტუაციას განარიდეს”

Похожее изображение
თბილისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადირაძე, რომელიც დღეს პარლამენტთან შსს-მ დააკავა, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. 

“თუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არა და ამ ადამიანებმა, ვინც ეს დამაბრალეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი”, – ამბობს ნადირაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამართალმდაცველებმა პარლამენტის წინ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც უდუმაშვილმა “იმედს” განუცხადა, დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის, არამედ ის დაძაბულ სიტუაციას გაარიდეს. ამის შესახებ კილაძემ “ქრონიკის” ეთერში თქვა.

Картинки по запросу სოფიო კილაძე

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ ბატონი მელია არ არის დაკავებული, არც არავის დაუკავებია, უბრალოდ ადგილი ჰქონდა რამდენიმე პირის მხრიდან, მათ შორის მელიას მხრიდან, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აქედან გამომდინარე, ბატონი მელია, განარიდეს სიტუაციას. ბატონ მელიას, როგორც პარლამენტარს, მას ბუნებრივია იმუნიტეტი იცავს”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ პირს მოსამართლემ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

image_pdfimage_print

Comments

comments