ძლიერი წვიმა და უამინდობა საქართველოში

Похожее изображениеძლიერმა წვიმამ ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა.  რუსთავში ქალაქის შესასვლელი ისევ დაიტბორა. მოძრაობა შეფერხებულია ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ძლიერი წვიმა იყო გორშიც, დაზარალდა სოფელი მეჯვრისხევი.

უხვი ნალექის გამო დედაქალაქში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსხლეობა გაიყვანეს. სანიაღვრე არხი წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაიხერგა, წყალი კი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომში შევარდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო დახმარების სამსახურები. მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, დაგროვილი წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხი გაწმინდეს.

პირველადი დათვალიერებით, კორპუსის საძირკველს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მეტეხის ქუჩაზე ჩამოინგრა კედელი, რომელმაც ქვეშ ავტომობილი მოიყოლა. სააგენტო  ფეისბუკ–მომხმარებელ გვანცა ჯობავას პოსტს ეყრდნობა, რომლელმაც  სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.   “კედელი გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია,” –წერს ჯობავა.

 

წვიმის გამო დაიტბორა თბილისის რამდენიმე უბნის ქუჩაც, ასევე გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უხვი ნალექსი  გამო გმირთა მოედანი – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებდა.  თბილისის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე იყო, სადაც წყლით ავტომობილები დაიტბორა.

წვიმის გამო დაიტბორა გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული მაღაზიებიც, სადაც წყლის დონე 40 სანტიმეტრს აღწევდა. ღამით  წყლის ძლიერმა ნაკადმა ასევე დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა.

საერთო ჯამში  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უწყების განცხადებით, შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.

image_pdfimage_print

Comments

comments