40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება?


Картинки по запросу монетки кластьდღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე  „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით  40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება.

ფონდში ხელფასის 2 პროცენტს დასაქმებული შეიტანს, 2 პროცენტს – დამსაქმებელი, ხოლო 2 პროცენტს – სახელმწიფო.კანონპროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები წარადგენენ.

კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები”. დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მათი ვერსია განსხვავებულია და უკეთ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საპენსიო მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

„პირველი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ჩვენი საპენსიო რეფორმის მიხედვით, პირველივე წელს, ამოქმედდება თუ არა სისტემა, მოქალაქეები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. მეორე განსხვავება ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, ანუ ვინც დაბალშემოსავლიანია, ის მიიღებს შესაბამისად პროპორციულად უფრო მაღალ პენსიას, გამომდინარე იქედან, რომ უთანასწორობა რაც ქვეყანაშია, საპენსიო ასაკში მაინც შემცირდეს.  მესამე განსხვავება არის, რომ აღნიშნული ფონდი ჩვენი ვარიანტით არის ბევრად მდგრადი და უფრო მეტი ფული გროვდება. შესაბამისად, საინვესტიციოდაც ბევრად უფრო მეტი რესურსია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალტერნატიული ვერსიით, პენსიის დაგროვების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია.

კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს პირველად განიხილავენ.