მამუკა ბახტაძე პრემიერ–მინისტრის კანდიდატად წარადგინეს

“მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი. ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება პრიციპებზე – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამას სჭირდება გარღმავება და გამტკიცება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით.

ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ  მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.

“საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძეს განცხადებით პარტიამ ღირსეული კანდიდატი შეარჩია.

„ის გამოირჩევა თავისი განათლებითა და მრავალმხრივი გამოცდილებით. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით”-აღნიშნა კობახიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments