თემურ აბაზოვი:” კანონი არ დამირღვევია…ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ”

თემურ აბაზოვი - ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესშიმარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი წარუდგინეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი. არასდროს, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მე ვარ კანონმომორჩილი ადამიანი. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. აზერბაიჯანში კიკბოქსში ჩემპიონი გავხდი.

რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორის, ამიხსენით-მეთქი, ვახშამზე ვიყავი, განრიგიც კი შევცვალე და 12:00 საათზე ვიქნებოდი პროკურატურაში. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონის მომხრე ვარ.  მინდა, რომ ვიყო სუფთა, გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე დავაჯარიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის მერი პროკურატურამ  მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით  გუშინ დააკავა .

ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments