მამუკა ბახტაძე:”მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს”

Картинки по запросу ბახტაძე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით  სამინისტროების რაოდენობა მცირდება –  14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო დარჩება. 

მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე  ახლა,– მიაჩნია  მამუკა ბახტაძეს,–სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდება, ხოლო სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაცია მათი შემცირების კუთხით სრულად შეეხება ბიუროკრატიულ აპარატს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება.

შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა, განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამჯერად მინისტრთა კაბინეტში რაოდენობრივი ცვლილებები არ იგეგმება და მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე იმდენივე მინისტრობის კანდიდატით წარდგება, რამდენიც ახლა, მოქმედ კაბინეტშია – 13 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი.

image_pdfimage_print

Comments

comments