ოზურგეთში “ენმ”–ს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

Картинки по запросу ენმ ოზურგეთში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ინციდენტში მონაწილე ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა დატოვონ თანამდებობა და უმკაცრესად აგონ პასუხი სამართლის წინაშე. ენმ-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ მას საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მისი მხარდამჭერები მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს.

დღესვე ოზურგეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს –  ერთი “ქართული ოცნების”, ხოლო მეორე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. აქციაზე მისულმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და გააპროტესტა “ენმ”-ის მოთხოვნა, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემაში მონაწილე პირების დასჯასთან დაკავშირებით, რასაც ხმაური მოჰყვა.შსს–ს  ინფორმაციით, მოხდა აღნიშნული პირების აქციიდან განრიდება.

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ინფორმაცია აღარ მიაწოდეს იმიუს შესახებ, თუ რა ხდებოდა შენობაში. აქციის მონაწილეებმა პოლიციიისთცის წინააღმდეგობის გაწევა და შენობაში შეჭრა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 ოზურგეთში იმყოფება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია.

“ადგილობრივი ხელისუფლება არ მოქმედებს დამოუკიდებლად სისტემურად შეთანხმებულად მოქმედებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მაგრამ როგორც მოუწია მარნეულის მერს საზოგადოების ზეწოლის შედეგად გათავისუფლება და მათი დაკავება მოუწიათ. როგორც შოთაძის გადაყენება და მთავრობის დათხოვნა მოუწია ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ახალი სახელი და გვარებით აპირებს სცენაზე მავანის გამოყვანას და ეს ძალიან დროებითი იქნება. აი ასე მოუწევს ყველა იმ მოძალადე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ვინც ხელი აღმართა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც.

„დათო მჟავანაძე ნამდვილი პატრიოტი და მაგარი პოლიტიკოსია! ვამაყობ ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მებრძოლი გუნდით!“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

image_pdfimage_print

Comments

comments