ახტალას უნიკალური კურორტი არაბებს $1,53 მილიონად მიყიდეს

Картинки по запросу ახტალაპროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად ($1,53 მილიონი) გაყიდა. 

აუქციონში გამარჯვებულად შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ გამოვლინდა. როგორც regnum– ი იუწყება, ეს კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის  Global Victory Investments Limited–ის  შვილობილი კომპანიაა.
შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ 12  მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და შესყიდულ ტერიტორიაზე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოაწყობს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. ახტალა  მდებარეობს  ქალაქ გურჯაანში. კურორტის სამკურნალო ფაქტორს განაპირობებს ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის და აპლიკაციებისთვის.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.

პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments