სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოფა

Похожее изображениеკახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოფა.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments