საქართველო კოსმოსის ათვისების პროექტში ერთვება

150714125557_new_horizons_624x351_paსაქართველო, გლობალურ კომპანიებთან და ქართულ საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან ერთად, ერთვება კოსმოსის ათვისების პროექტში. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებს ხშირად აანონსებენ. ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.

NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანინაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია, მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.

საქართველოში ინიცირებული პროექტის პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფი ფორმირდება შემდეგიშემადგენლობით: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნულიმუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Mიცროსოფტ-ის წარმომადგენელინიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია Space Farms – მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტის შექმნაში წვლილი შეიტანა, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტო Windfor’s – მა.

სასტუმრო სტამბაში მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია ,,SpaceFarms’’. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება სამუშაო სტრატეგია, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტულ გეგმას და ვადებს.

მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc.-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვისაც.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არამხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. პროექტის გარშემო კვლევითი და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის პროცესში გამოყენებული იქნება ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, მეგამონაცემები და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები.

image_pdfimage_print

Comments

comments