მერია გლდანის რაიონის განვითარებას გეგმავს

Картинки по запросу გლდანი“ღამის ეკონომიკის” ფარგლებში გლდანის რაიონის განვითარება იგეგმება.

„გლდანში არის ობიექტები, რომლებიც ღამეც მუშაობენ, თუმცა, კვების ობიექტები უმეტეს შემთხვევაში საშაურმეებია. ერთადერთი კულტურული დაწესებულება ახმეტელის სახელობის თეატრია, მაგრამ ამ რაიონს აქვს განვითარების პოტენციალი – რამდენიმე ადგილზე დარჩენილია ძველი ამფითეატრები. არის საშუალება, რომ მაგალითად, შევიდეს მოძრავი კონოთეატრი და ღია ცის ქვეშ ვაჩვენოთ ძველი, კლასიკური კინოფილმები, რომელსაც მაღალი სალიცენზიო გადასახადი არ სჭირდება. ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ სტრატეგიაშიც.

ჩვენი რეკომენდაცია ასევე იქნება, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და უნიკალური ტიპის ღონისძიებები განვავითაროთ, რომელიც არა მარტო თბილისისთვისაა უნიკალური, საერთაშორისო დონეზეც პოზიციონირებადი იქნება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევეცადოთ დეცენტრალიზაცია მოხდეს და გარეუბნებიც საინტერესო და აქტიური გავხადოთ“, – განაცხადა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი  გვარჯალაძემ.

გვარაჯალაძის თქმით, ასევე გრძელდება რადიოქალაქის პროექტზე მუშაობა.

” ძველი საბჭოური ინდუსტრიული ნაგებობების გარდაქმნის გამოცდილება თბილისში უკვე გვაქვს. ვხედავთ „ფაბრიკა“ როგორ მუშაობს. მიმდებარე რამდენიმე ქუჩა როდესაც შევისწავლეთ, ვნახეთ, რომ ორი კვარტლის რადიუსში ჰოსტელების და მინიმარკეტებიც გაჩნდა. გარდა ამისა, ხშირად ისმება კითხვა, გლდანით რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი და რატომ უნდა წავიდეს იქ ინდუსტრიული ნაგებობების სანახავად?

მაგალითად, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ნუცუბიძის პლატოზე ატარებენ ტურებს და როგორც არქიტექტურულ ისტორიულ პროექტს წარუდგენენ ტურისტებს. ასევე, ადამიანები ცდილობენ ბიზნესად აქციონ მიწისქვეშა თბილისის ტურებიც. მათ სჭირდებათ ხელშეწყობა ორგანიზებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ა.შ. ამის პოტენციალი გვაქვს”, – აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.

ინტერპრესნიუსი

image_pdfimage_print

Comments

comments