მეუფე პეტრე:”40 მილიონიან უკრაინას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია”

sapatriarqo1წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში დასრულდა.

სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა განაცახა, რომ იყო საუბარი მოსაყდრის შესახებ, სადაც პატრიარქმა შესაბამისი განმარტბა გააკეთა. მეუფე პეტრეს თქმით, სინოდის სხდომასთან დაკავშირებით  ვრცელი განცხადებასაპატრიარქოს მიერ საღამოს გაკეთდება.

„გაკეთდება საღამოს განმარებები, მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, განიმარტა მეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ განხილვის ერთ-ერთი საკითხი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება იყო.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს და ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვიმსჯელებთ, ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 40 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელ ქვეყანის პირველ იერარქს არ უდნა იხსენიებდეს ლოცვებში და არ უნდა ექვემდებარებოდეს ეკლესიურად. მაგრამ პროცესუალურად ეს საკითხი რა თქმა უნდა დროში გაიწელება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

image_pdfimage_print

Comments

comments