„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბახტაძის შემოწირულობის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის


anotoheaderუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულების სახით 20 000 ლარის გადარიცხვის  საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მექვაბიშვილის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურს არასამთავრობო სექტორმა მიმართა. მანამდე, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ბრალდების საპასუხოდ პარლამენტში განცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხა არასდროს შეუწირავს.

მისი თქმით,  2012 წელს  “ქართულ ოცნებას”  რომ არ ჰქონოდა საშუალება დაეფინანსებინა პარტია, შეცვალეს კანონი და იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიების დაფინანსება. აქედან გამომდინარე მისი პირადი ანგარიშის ტექნიკური გამოყენება მოხდა.