მოვალეთა რეესტრში გადახდისუუნარო მოქალაქეების რიცხვი საგანგაშოა

იურისტების განმარტებით, ბოლო 4 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 15,6 ათასით გაიზარდა.

თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 2255 494-ია.

ამ მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,729 მილიონი ადამიანი ცხოვრობს).

სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მოვალეთა რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება, რადგან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში პირს ბაზიდან იღებენ. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ის  ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამაზე მიუთითებს ბოლო ოთხი თვის მონაცემები, რომლის მიხედვით, გამოდის რომ გადახდისუუნარო მოქალაქე თვეში დაახლოებით 4 ათასია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.

image_pdfimage_print

Comments

comments