საქართველოს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არჩევნებში ერდოღანმა ხმების 53%-ით გაიმარჯვა.

გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმა მესამედმა საყოველთაო არჩევნებში ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, ავსტრიაში კი გაცილებით დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა – მას თურქების 70 % –მა  დაუჭირა მხარი.