ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა დილიდან საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო და მეზღვაურებს პროფესიულ დღე მიულოცა.

დღესვე დააჯილდოვდნენ  საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისთვის უკვე გამოცდილი მეზღვაურები და წარმატებული  კურსანტები.

დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბათუმის ნავსადგურმა  უმასპინძლა.

image_pdfimage_print

Comments

comments