მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა


 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაშიპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ სტრუქტურა წარადგინა. 

საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ შეთანხმდა, რომ მინისტრთა კაბინეტი 11 წევრით განისაზღვრება. იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.  ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარების სამინისტროში.