ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში შევიდა

Картинки по запросу ზემო ლარსი ყაზბეგიზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში შევიდა. როგორც ცნობილია, ბრიტანული კომპანია Murphy Shipping -ის ქართული წარმომადგენლობა Murphy Holding-ის პირველი პროექტი საქართველოში ყაზბეგში იქნება და მას კომპანია Murphy Kazbegi-ი ახორციელებს.


კომპანია ლარსზე ტერმინალის მშენებლობაზე 30-40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს. ჯამში კი, საქართველოში ანალოგიური ტერმინალების მშენებლობაში  560 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორი ანარ ალიევი აღნიშნავს, ცენტრი საწყის ეტაპზე სატესტო რეჟიმში, მაისიდან მუშაობდა, სრული დატვირთვით კი ერთი კვირაა მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტირპარკს, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, საოფისე სივრცეს, დაზღვევას, სასტუმროს, ავტო სერვისს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხავ დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს.

ალიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტი დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.მისი განცხადებით, ლოგისტიკურ ტერმინალში დიდი ავტომანქანების გაჩერების საფასური 24 საათში 30 ლარს შეადგენს. ალიევი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უფასოა მსუბუქი ავტომობილების გაჩერება.

კითხვაზე, როდის ამოიღებს კომპანია განხორციელებულ ინვესტიციას და სავარაუდოდ, როდისთვის გავა მოგებაზე, ალიევი ვარაუდობს, რომ ტერმინალი მომგებიანი 5-10 წლის შემდეგ იქნება.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, მათ შორის, ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება, სასტუმროს მშენებლობა, საბაჟოს სკანერის სამართავი პულტისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. ალიევის განცხადებით, სამომავლოდ სულ მცირე 12 ლოკაციაზე მსგავსი ტიპის ტერმინალების მოწყობა იგეგმება. მათ შორის იქნება, წითელ ხიდი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

commersant.ge/

image_pdfimage_print

Comments

comments