"პოლიტიკაში ფინანსების დიდი ნაწილი გაშავებულია, ყველამ იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს"


Похожее изображениеაუდიტის სახელმწიფო სამსახური კონფერენციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური რესურსების მოპოვებასა და მისი გამჭვირვალედ ხარჯვის საკითხზე მსჯელობს.

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდეს, რადგან წინასაარჩევნოდ იმატებს დარღვევები. მისი თქმით, ერთ-ერთი ახალი გამოწვევა სოციალური მედია, დაფინანსებული ვებ–გვერდებია, რომელთა კონტროლიც ვერ ხდება.

„ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები. ასევე ძალიან საინტერესო თემა არის კრიპტოვალუტების გამოყენება პოლიტიკაში. სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც დამკვირვებლის როლი. ასევე გვექნება საუბრები ეფექტური ფინანსური მონიტორინგის განხორციელებაზე, ბუნებრივია ინსტიტუციები გავუზიარებთ გამოცდილებას“ – აღნიშნავს ირაკლი მექვაბიშვილი.

პოლიტიკის კრიპროვალუტით დაფინანსების გაკონტროლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურან ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე

„ნათელი მაგალითი სახ. მარეგულირებლის მორიგი ზედაპირულობის და ფარისევლობის მაშინ,  როცა იდიოტური რეგულაციების გამო პოლიტიკაში ფინანსების დიდი ნაწილი გაშავებულია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს, რადგან ასე აწყობთ.

ამ რეალობაში სახ. აუდიტის სამსახური სრულიად უსუსურია და ფორმალური პროცედურების შესრულებით არის დაკავებული. მაშინ, როცა 14 მილიარდიანი ბიუჯეტი ისე იფლანგება რომ აუდიტის სამსახურს არავინ არაფერს ეკითხება. არაფერს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სამსახურის უფროსი გამოდის და აანონსებს პოლიტიკის კრიპროვალუტით დაფინანსებასთან ბრძოლას !

P.S. შეიძლება “გირჩსაც” გულისხმობდეს, ჩვენ გვქონდა საიტზე მაინინგი გაშვებული“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.