2012-2016 წლებში საქართველოში უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს


Картинки по запросу недвижимость рубли2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა.

მათ შორის ნახევარზე მეტი, 53%, რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და “ფორსეტის” მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია.

რუსეთის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონება ყველაზე მეტმა უკრაინელმა შეიძინა. მესამე ადგილზე არიან სომხეთის მოქალაქეები.

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოდან სულ 88 541 ემიგრანტია წასული. მათ შორის ყველაზე მეტი, 22% რუსეთში ცხოვრობს. ამავე მონაცემებით, რუსეთის შემდეგ საქართველოდან წასულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი საბრძნეთსა და თურქეთშია.

Фото ForSet • ფორსეტი.