ღარიბი ვუნდერკინდი საოცრად რეალისტურ ნახატებს ქმნის

@waspa_art / Instagramნიგერიაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს, პატარა ვარსკლავმა გამოანათა – 11 წლის კარიმ ვარის ოლამილკანი  თანამემამულეების სიამაყეა. ბიჭუნა იმდენად რეალისტურ სურათებს ქმნის, რომ თვისი  შემოქმედებით ცნობილ  მხატვრებს აოცებს. ნიჭიერი კარიმის შესახებ მსოფლიოს მასმედიაც  აღფრთოვანებით წერს.

კარიმი თვითნასწავლი მხტვარია, პირველი ნახატები 6 წლის ასაკში შექმნა, მაშინ საყავრელი მულტფილმების გმირებს ხატავდა. 8 წლის ასაკში ბიჭუნა სამხატვრო აკადიმეა  Ayowole Art Vocational Academy– ში მიიღეს. სასწავლებელში კარიმი  ერთი  უბრალო მიზეზით მივიდა – მას  უნდოდა ენახა, თუ როგორ ხატავენ სხვა მხატვრები. აკადემისს დირექტორი მოიხიბლა  კარიმის ნახატით და პატარა ვუნდერკინდს სწავლის ნება დართო.

 

 კარიმი დედასთან და და–ძმასთან სიღარიბეში ცხოვრობს. მისი თქმით, ყველაზე რთულია ფანქრების და ფუნჯების საყიდნელად საჭირო თანხის გამონახვა. თავის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს ნახატს “პური არსობისა”, რომელზეც გამოსახულია დაღლილი ადამიანი, მას პირთან კოვზი მიაქვს, ხოლო სახეზე ოფლის წვეთები ჩამოსდის. კარიმი განმარტავს, რომ “პურის ფულის შოვნა – ყველაზე მძიმე შრომაა”.  პატარა მხატვარს სურს, საყოველთაოდ ცნობილი გახდეს, ჯერ–ჯერობით კი მხოლოდ “ინსტაგრამის” პროფილს სჯერდება.

image_pdfimage_print

Comments

comments