ლელა სტურუა:„აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოწევის ფაქტი სპეციალური აპლიკაციით დაფიქსირდება”

ლელა სტურუათამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოქმედების უკეთ გასაკონტროლებლად 112-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს სპეციალური აპლიკაციის შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით  მოქალაქეებს შეეძლებათ მობილურში ჩამოტვირთონ აპლიკაცია, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით შეიქმნება. ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

„აპლიკაციით შეგეძლებათ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოწევის ფაქტის გადაღება, მიაწერთ კომენტარს და გადააგზავნით შესაბამის მისამართზე. ვინ იქნება ამ მისამართის უკან 112 თუ სხვა ოპერატორი, ამ ეტაპზე სწორედ საკითხზე ვმსჯელობთ”,- აცხადებს ლელა სტურუა.

მისი თქმით, ეს აპლიკაცია მნიშვნელოვნად შეუმცირებს საქმეს მაკონტროლებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, მთავარ მაკონტროლებელს, საპატრულო პოლიციას და საზოგადოება უფრო ეფექტურად შეძლებს დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან დაცვას. აპლიკაცია მზად იქნება შემოდგომამდე, იმ დროისთვის, როდესაც თამბაქოს მომხმარებელთა უმრავლესობა რესტორნების ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეში გადაინაცვლებს.

image_pdfimage_print

Comments

comments