კახა კუჭავა: "იაპონიასა და ამერიკაში რაც მანქანა დაიძირა, ყველა საქართველოში აღმოჩნდა"


“ამ საკითხზე ვმსჯელობთ და მიმდინარე კვირის შაბათ-კვირას სამუშაო ჯგუფს შეხვედრა გვაქვს. შეიძლება, საქართველოში ავტომობილის შემოყვანა იაფია და ყველა ცდილობს, იაფიანი მანქანა შემოიყვანოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ავტომობილები საიდან შემოდიან. იაპონიასა და ამერიკაში რაც წყალდიდობა მოხდა და მანქანა დაიძირა, ფაქტიურად, ყველა საქართველოში აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უხარისხო მანქანები შემოდის და შემდეგ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროც ეს არის. მნიშვნელოვანი ფაქტია, ასეთი მანქანები თუ რა ზიანს აყენებს ადამიანებს და პირველ რიგში, ბავშვებს. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ნაბიჯების დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ასაწონ-დასაწონია, თუმცა მანქანების დიდი ნაწილის ვიზუალიდანაც ჩანს, რომ მძიმე ისინი გამონაბოლქვის მატარებელია და აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისით რეგულაციები დაწესდეს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

1 ივლისიდან სავალდებულოა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.

1tv .ge