მდინარე ნენსკრაზე წყლის დინებამ 100-წლიანი ხეები მოგლიჯა

1431591295162989ჭუბერის თემში, სადაც მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფი მოვარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჩავიდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობამ გამოიწვია. კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ კი აცხადებს, რომ ჭუბერის ხევში სტიქია კომპანიის მშენებლობას არ გამოუწვევია. მესტიაში ნენსკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია რამდენჯერმე გაიმართა.

ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრაზე წყლის ახალი ნაკადი წამოვიდა. ძლიერმა დინებამ 100-წლიანი ხეები მოგლიჯა. მანამდე მოსახლეობა ამბობდა, რომ მთის ახალი ნაწილი ჩამოიშალა, რის შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებულები არიან და ისინი სახიფათო ადგილებს ტოვებენ. სტიქიის ზონაში 80-მდე მაშველი მუშაობს, ჭუბერის თემისკენ მიემართება მძიმე ტექნიკაც.  დატბორილია შიდა სასოფლო გზები, მოსახლეობა გადასაადგილებად საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობს.

მდინარე ნენსკრაზე მოვარდნილი ღვარცოფის გამო სოფლები დევრა, კავრი, ზგურიში, ტიტა ცენტრს მოწყვეტილები არიან. წყალმა წაიღო რამდენიმე ხიდი და სახლი.  სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ,  ტყეში 6 ადამიანია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანადაც მაშველები მუშაობენ. სამძებრო საქმიანობაში ჩართულია ვერტმფრენიც.

image_pdfimage_print

Comments

comments