შტეფან მაიერი:”საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას”

Картинки по запросу штефан Майер замминистра мвд Германииგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შტეფან მაიერის თქმით, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას. მაიერმა ამის შესახებ ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე თქვა. 

მაიერმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე, როდესაც 2017 წლის ბოლოს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.

2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული.

შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო. მან  აღნიშნა, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას და სამომავლო პერსპექტივაშიც პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს, კერძოდ, ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments