ბაგა-ბაღის აღმზრდელები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან

Похожее изображениеგანათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა.

ბრძანება ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.  ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.

ტრენინგ-მოდული შეფასდება100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს  სერტიფიკატი გადაეცემა.

ტრენინგ-მოდულის გავლა, საართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს

image_pdfimage_print

Comments

comments