აშშ-ის საელჩოსთან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება


დღეს, 9 ივლისს აშშ-ის საელჩოსთან ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება. სამძიმრის შესახებ ღონისძიება Facebook-ით დაანონსდა.

“ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ სამძიმარის გამოსახატად შევიკრიბოთ დღეს 20:00 საათიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიებაც გამოვუცხადოთ სმიტების ოჯახის ახლობელბსა და ნათესავებს”, – წერია Facebook-ზე გაკეთებული ღონისძიების ანონსში.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავა. საქმე გადაკვალიფიცირდა როგორც განზრახ მკვლელობა. ამერიკელთა ოჯახის წევრების მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება. მას შეურაცხადობაზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. დაკავებულის ოჯახის წევრები  გამორიცხავენ, რომ მალხაზ კობაურს დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპული იპოვეს. დღეს იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

imedinews.ge