„რუსეთის იმიჯი მარტო ჩემპიონატების ორგანიზებით არ წყდება"


Похожее изображениеევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ყველა პოლიტპატიმარი.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის თემა იქნება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე.

„მოვუწოდებ რუსეთს ოლეგ სენცოვის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს ამ თემაზე. მაქვს იმედი იმის, რომ ეს საკითხი იქნება განხილვის თემა აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მომავალ კვირას. ვხდები აშშ-ის ელჩს და კიდევ ერთხელ გადავცემ ჩვენს წუხილს და შეშფოთებას“,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, რუსეთის იმიჯი მარტო ჩემპიონატების ორგანიზებით არ წყდება.

„რუსეთის იმიჯი მარტო ჩემპიონატების ორგანიზებით არ წყდება. მე ფანი ვარ ფეხბურთის, მაგრამ არავის არ უნდა დაგვავიწყდეს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“,- განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

1tv.ge