“დევნილთა სამინისტროს არცერთი აქტივობა არ დაკნინდება”

უწყებების გაერთიანებისა და სამომავლო საქმიანობის დეტალებზე მინისტრობის კანდიდატმა ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ უკვე გვქონდა ძალიან მჭიდრო და ინტენსიური კომუნიკაციები ჩვენს კოლეგებთან და ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებთან. არცერთი ის აქტივობა, რომელიც მიმდინარეობდა დევნილთა სამინისტროში, არ დაკნინდება. ვფიქრობ, რომ პირიქით, ის გადაკვეთები, რაც იყო ამ სამინისტროებში ძირითადად სოციალური და დასაქმების მიმართულებით, საშუალებას მოგვცემს, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა და მივიღოთ უკეთესი შედეგები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ორი სხდომა პარალელურ რეჟიმში გაიმართა. ერთზე ძალოვანი უწყების მომავალ ხელმძღვანელებს მოუსმინეს, მეორეზე ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობას.

image_pdfimage_print

Comments

comments