თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიხსნა

samit, konferenciaდღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს.

გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის დღე”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სხვადასხვა ქვეყნის მოდერატორებთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე. სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა, სადაც ის სიტყვით გამოვა.

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნისმართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა. ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments