როგორ გადანაწილდა ადგილები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

 ÐŸÐ¾Ñ…ожее изображениеFIFA-მ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნა მსოფლიო ჩემპონატის შედეგები, სადაც მითითებულია, რომელმა ნაკრებმა რომელი ადგილი დაიკავა.

ფიფას პრეს-სამსახურმა ნათლად მიუთითა გუნდების ადგილების განსაზღვრის კრიტერიუმები: გუნდებმა ადგილები დაიკავეს ტურნირში მოპოვებული ქულების საერთო რაოდენობისა და იმ ეტაპის მიხედვით, რომლამდეც მიაღწიეს. პენალტების სერიაში მოგებისთვის გუნდს მხოლოდ ქულა ეწერება, როგორც ჩვეულებრივ ფრეზე. თუ ქულები თანაბარია, მაშინ სხვა კრიტერიუმი მოქმედებს – ყველაზე მნიშვნელოვანია ბურთების სხვაობა. თუ გატანილი და გაშვბული ბურთების რაოდენობა ერთნაირია, გუნდები ერთმანეთში ადგილებს იყოფენ.  ამგვარად, 2018 მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილები ასე გადანაწილდა:

1. საფრანგეთი
2. ხორვატია
3. ბელგია
4. ინგლისი

5. ურუგვაი (12 ქულა)
6. ბრაზილია (10)
7. შვედეთი (9)
8. რუსეთი (8)

9. კოლუმბია (7)
10. ესპანეთი (6)
11. დანია (6)
12. მექსიკა (6)
13. პორტუგალია (5)
14. შვეიცარია (5)
15. იაპონია (4)
16. არგენტინა (4)

17. სენეგალი (4)
18. ირანი (4)
19. კორეა (3)
20. პერუ (3)
21. ნიგერია (3)
22. გერმანია (3)
23. სერბეთი (3)
24. ტუნისი (3)
25. პოლონეთი (3)
26. საუდის არაბეთი (3)
27. მაროკო (1)
28-30. ავსტრალია (1)
კოსტა რიკა (1)
ისლანდია (1)
31-32. ეგვიპტე (0)
პანამა (0)

 

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments