შსს სამუშაო ადგილებზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე სტატისტიკას აქვეყნებს

Картинки по запросу стройка2018 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, შსს-მ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტებზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) გამოიძება 19 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს ოფიციალურ მონაცემებში წერია, რომელიც imedinews-მა უწყებიდან გამოითხოვა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უწყებამ ამავე მიზეზით გამოძიება 2017 წელს 31 საქმეზე, ხოლო 2016 წელს 23 საქმეზე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წელს დაწყებულ გამოძიებებზე სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება 4 შემთხვევაში მიიღეს, 2017 წელს (ჯამში) ეს მაჩვენებელი 7-ია, ხოლო 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 23 საქმიდან 5 შემთხვევაში დაიწყო.

რაც შეეხება ბრალდებულ პირთა რაოდენობას, 2018 წლის იანვარ-ივნისში შსს-მ ბრალი 6 პირს წაუყენა, 2017 წელს (ჯამში) ცხრას, ხოლო 2016 წელს ხუთს.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით,  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, 2018 წლის იანვარ-ივნისში 17 ადამიანი დაიღუპა, 2017 წლის განმავლობაში 34, ხოლო 2016 წლის განმავლობაში 22.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments