თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება

16 ივლისს პარლამენტმა განიხილა წინადადებები, რომელთა მიხედვით, შესაძლოა, თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, სლოტ-კლუბებში და ნებისმიერ შენობაში, სადაც სათამაშო ბიზნესის სახეობები იმართება, თამბაქოს მოხმარება დაიშვას.

ასევე, მოითხოვენ მოწევა დაიშვას თეატრებში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, როგორც შემოქმედებითი ნაწილი. ცვლილებათა ავტორები ასევე მოითხოვენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონით შეზღუდვები მოიხსნას სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების თავისუფალ ზონებში, ე.წ. „დიუტი ფრიში“ და ისეთივე თავისუფლება მიეცეთ, როგორ აროპორტის საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ზონებს, სადაც სავალდებულო არ არის თამბაქოს ნაწარმის პიქტოგრამებიანი შეფუთვით რეალიზაცია.

ალიანსში აცხადებენ, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო წინადადებების განხილვა მიუღებელი, ისინი  კანონის დაშლის მცდელობას მხარს არ დაუჭერენ  და მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები.

“კანონი, ფაქტობრივად, 100%-ით სრულდება, ანუ ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ღამის კლუბებში და პაბებში ხალხი უპრობლემოდ იცავს კანონს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტზე იმდენ ხანს ვმსჯელობდით და ისეთი მასშტაბით განვიხილავდით, ფაქტობრივად, არ უნდა დარჩენილიყო შენიშვნების და შესწორებების საჭიროება და ის, რაც 16 ივლისს პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებების სახით განიხილა, არის თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა მათი ინტერესების დამცველების, ლობების სახით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მოახდინოს კანონის დისკრედიტაცია და დაშალოს იგი ნაწილებად”, – წერია განცხადებაში.

 

image_pdfimage_print

Comments

comments