“საკეისრო კვეთების საგანგაშოდ გაზრდილი რაოდენობა, ექიმების ფინანსური დაინტერესების და უპასუხისმგებლობის შედეგია“

Похожее изображение„ექიმებისთვის უწყვეტი განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლება საკეისრო კვეთებს ნამდვილად შეამცირებს. თუმცა ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება,“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა და მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. დაჯარიმებულებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი სამშობიარო კლინიკები, როგორიცაა სს “ჩაჩავას კლინიკა”, შპს “აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, შპს “დავით დავარაშვილის კლინიკა”, შპს “იმედის კლინიკა”, შპს “ჰერა 2011”.

როგორც სინაურიძე აცხადებს, საკეისრო კვეთების არ შემცირების ტენდენცია მულტიფაქტორული პრობლემაა. მისი თქმით, აქ პრობლემა კომპლექსურია. კერძოდ, მოსახლეობას არ აქვს შესაბამისი განათლება, თუ რამდენად ცუდია და რთული საკეისრო კვეთა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. მით უფრო თუ საქმე გვაქვს განმეორებით საკეისრო კვეთასთან, რაც ძალიან ხშირია. ანუ, როდესაც ქალს პირველ შემთხვევაშიც აქვს საკეისრო და მეორედაც იკეთებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა ექიმების ფაქტორიც ,რომლებიც პაციენტებთან საკეისრიოს ერთგვარ პოპულარიზაციას ახდენენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ მცირდება საკეისრო კვეთების რაოდენობა, ამას ემატება ექიმების ფინანსური დაინტერესება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.

„წლების განმავლობაში, ექიმების მიმართ სამწუხაროდ, იმდენად არასწორი პოლიტიკა მიდიოდა, რომ დღეს მედპერსონალი დაშინებულია. ყველა ლეტალურად დასრულებულ შემთხვევას ექიმს აბრალებდნენ. ამიტომ, დღეს ექიმი ამჯობინებენ გააკეთონ  საკეისრო, რადგან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაკლებია. მისთვის საკეისრო მარტივი გზაა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა და მასთან დაკავშირებული რისკები . გამოდის, რომ ექიმები უფრო მარტივ გაზეზე მიდიან. ეს უფრო მარტივი გამოსავალის ძებნა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა,“-აცხადებს სინაურიძე.

შექმნილ სიტუაციაში სინაურიძე გამოსავალს ექიმების მუდმივ გადამზადებაში და საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაში ხედავს. მისი განცხადებით, სახელმწიფომ აამოქმედა რეგულაცია,თუმცა, კარგი იქნებოდა ფინანსურ სანქციებამდე უწყვეტი განათლების კურსები ყოფილიყო აღდგენილი.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რელიცენზირების აღდგენა. არ შეიძლება საქართველოში copy-paste-ით ყველაფრის გადმოტანა. 82 ქვეყანაში ვარ ნამყოფი როგორც ექიმი და არსად არ არსებობს ულიცენზიო ექიმი, რომელმაც ერთხელ აიღო ლიცენზია და მაგით დაამთავრა. შესაბამისად, ექიმებისთვის უწყვეტი განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლება ნამდვილად გამოიღებს შედეგს,“-აცხადებს სინაურიძე.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას 2017 წლის პირველი მარტიდან ახორციელებს.კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რაც შეეხება ჯარიმების დაკისრებას,აღნიშნული სანქცია საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების არ დაფიქსირების შემთხვევაში წესდება.

Похожее изображение

როგორც სოციალური მომსახურების საააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მაღლაკელიძე- ხომერიკი “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, ვისაც 1 წელში 750 საკეისრო კვეთა არ ექნება ჩატარებული. საუბარია, თბილისზე, ბათუმზე და ქუთაისზე.

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი რამდნეიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ჯარიმის თანხა შემდეგნაირად დაიანგარიშება: საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობა (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ჩატარდა. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს.

ხომერიკის განმარტებით, აღნიშნული სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments