კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: „ჭრელი აბანოს“ ფასადის ავთენტური ფერი ვერ დადგინდა”

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ჭრელი აბანოს გარეფასადზე გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აბანოს ფასადი 2017 წელს გადაღებეს. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ “ჭრელი აბანოს” პროექტი 2014 წელს დამტკიცდა და მასში ის ფერი იყო მითითებული, რა ფერიც შენობის ფასადს ახლა აქვს.

„გუშინ იყო საბჭოს სხდომა. იქ იყო ზუსტად იგივე შემადგენლობა, რომელმაც თავის დროზე თანხმობა გასცა პროექტზე. კიდევ ერთხელ გავიარეთ ეს საკითხი. მოხდა ახლანდელი ფოტოებისა და პროექტის ერთმანეთთან შედარება. პროექტში ზუსტად ეს ფერი იყო მითითებული და დამტკიცებული. შესაძლოა არის ოდნავ ცვლილება, რადგან შაბიამნისფერის დასმას აქვს თავისი თანმდევი სპეციფიკური პროცესი,  მაგრამ ფერი, რომელიც ახლაა ამ მოცემულობაში, პროექტშია მითითებული“, – განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ ფერს საფუძვლად დაედო  ჩრდილოეთის ფასადის ქონგურების  და მოზაიკურ წყობაში ერთ-ერთი დომინანტური პატარა ფილების ფერი.  ბექა ბარამიძე განმარტავს, რომ ძველი ნალესი, რომელიც გასულ საუკუნეში ჰქონდა „ჭრელ აბანოს“, უხარისხოდ  იყო შესრულებული და გაკეთდა ზონდირებები, ავთენტური ფერის დასადგენად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

“გარკვეული ვარაუდიც გამოითქვა, რომ დროთა განმავლობაში ფერის ინტესივობა უნდა ჩაქრეს გარემოს ზემოქმედების შედეგად”, – თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

“ლიბერალი”

image_pdfimage_print

Comments

comments