აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაცია ჩაუტარდებაა

 áƒáƒ‘აშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაცია იწყებააბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი ახლო მომავალში დაიწყება.
თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.

სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას უშუალო ინიციატივებით, სააგენტოს არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, განახლებული სამუზეუმო სივრცე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მხარეების, მისი პორტრეტის, ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ქვეყნის ისტორიაში შეტანილი წვლილის ღირსეულად წარმოჩენას შეძლებს.

ამავე კონცეფციის თანახმად, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიის აღდგენის გზით, რეკონსტრუირდებაკონსტანტინე  გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, ირმა დოლიძის, ნინო ვაჩეიშვილისა და გიორგი სოსანიძის მიერ მომზადებული განვითარების კონცეფცია კონსტანტინე გამსახურდიას სამუზეუმო კომპლექსში რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.

კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა.

საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, მწერლის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა კულისებითრეკონსტრუირდება და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული.

ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა. რეკონსტრუირდებაოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკითბუხრითაივნითა და კიბეებით. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდინარე ზანაზერეაბილიტირდება ხიდი, მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მდინარე ზანას ნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები.

კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებული კიდევ ერთი სამუზეუმო ზონის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა „ევროპისაკენ – დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან.

სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება.
მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. „ინგლისური პარკის“ ელემენტებით კეთილმოეწყობა.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს.

კომპლექსი 1987 წელს დაარსდა და მასში 168 სამუზეუმო ექსპონატია დაცული. სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას, ოდა სახლს, ჯარგვალსნალიას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენასა და შესასვლელ „კარიბჭე”-ს აერთიანებს.

image_pdfimage_print

Comments

comments