სახალახო დამცველი: "საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა საგანგაშოა"


Картинки по запросу სიღარიბებავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი პრობლემად დაასახელა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს.

„ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, ხშირად კი სახელმწიფოს ზრუნვისა და ყურადღების მიღმა რჩება. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო იქნა გამოყვანილი. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ხოლო უმეტესობას არ აქვს სასმელი წყალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ, კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ამ პირებს ესარგებლათ გაერო-ს შესაბამისი კომიტეტისადმიუფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმით.

„პრობლემად რჩება შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციისმისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. 2017 წელს 3.535 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დარეგისტრირდა სამუშაოს ძიების მიზნით, თუმცა მათგან მხოლოდ 161 დასაქმდა. საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. კერძო სექტორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2017 წელს მხოლოდ 101 დასაქმდა”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა რაოდენობა და მათი საჭიროებები.

„სკოლამდელ აღზრდაში და ზოგად განათლებაში ჩართულ ბავშვთა სტატისტიკა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მონაცემებს ასახავს, რომელიც არ არის სეგრეგირებულიდა რთულია ითქვას, რამდენი მათგანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ანდა რა ფორმის შეზღუდვის მქონეა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.