მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

Похожее изображениеხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს ბრალი წარუდგინეს.

ბრალის წარდგენის პროცესს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, მისი მშობლები და ადვოკატები ესწრებოდნენ.ადვოკატების თქმით, დაკავებული არასრულწლოვანი ბრალის დადგენილებაში არსებულ ფორმულირებას ნაწილობრივ აღიარებს.

ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ დაკავებული არასრულწლოვანი ნამდვილად შეხვდა მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს,  რაზეც სასამართლოში არ უსაუბრია. თუმცა ადვოკატის განცხადებით, თავად ზაზა სარალიძემ უთხრა დ.ღ-ს შეხვედრაზე, რომ ეს საუბარი მათ შორის დარჩენილიყო. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე არასრულწლოვანს რამე მნიშვნელოვან გარემოებაზე არ უსაუბრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი არასრულწლოვანი გუშინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა  დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და ცრუ ჩვენება მისცა.

image_pdfimage_print

Comments

comments