„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ძალიან ძლიერი იქნება”

წულუკიანი2საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ვინც არ უნდა დაასახელოს, „ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება“.

„პირველი არხთან“ საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს კონკურენტუნარიანი პირობები შეუქმნას.

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები. რომელიც არ უნდა დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა კონკურენტუნარიანი პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. ეს პროცესი უკვე ჩართულია. როდესაც გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, დააყენოს თავისი კანდიდატურა საარჩევნო გარემო პრაქტიკაშიც ისეთი იქნება, რომ მას, „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების კანდიდატებს ექნებათ თანასწორი პირობები და იქ გამოჩნდება, ვინ ვისზე ძლიერია. ამაზე პირველი ივლისიდან დავიწყეთ მუშაობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments